О событии
პირველად ბათუმში
შესანიშნავი საოჯახო შოუ
ალისა საოცრებათა ქვეყანაში
პირველად საქართველოში, ბათუმში! სანახაობრივი საოჯახო შოუ ყინულზე- „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მოხიბლავს მაყურებელს 2025 წლის აგვისტოში ახალ BATUMI ICE PALACE-ში!
მაყურებელმა მთელი მსოფლიო მასშტაბით - იტალიიდან, ირლანდიიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, სლოვაკეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ასევე სხვა ქვეყნებიდან უკვე იხილა ეს მაგიური შოუ მსოფლიო ტურნეს დროს ბოლო 10 წლის განმავლობაში! ახლა კი, ეს ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი კლასიკა საქართველოში ჩამოდის!
ლუის კეროლის მარადიული ზღაპარი ალისას და მისი დაუჯერებელი თავგადასავლების შესახებ, რომელიც 1865 წელს დაიწერა, მრავალფეროვანი ადაპტაციის შთაგონების წყარო უკვე ბევრჯერ გახდა. მიუხედავად ამისა, მაყურებელს ისევ იზიდავს ამ საყვარელი ისტორიის ახალი ინტერპრეტაციები.
მოემზადეთ , ახლა მოიხიბლებით! მუსიკისა და ყინულზე ცეკვის ხელოვნების უნიკალური შერწყმა შექმნის დაუვიწყარ სანახაობას. ეს ჯადოსნური წარმოდგენა დაიპყრობს ყველა ასაკის მაყურებელს თავისი მაგიური განსაცვიფრებელი მასშტაბური ვიდეოპროექციების საშუალებით, რომელიც პირდაპირ საოცრებათა ქვეყნის გულში გადაგიტანთ.
ალისა საოცრებათა ქვეყანაში ყინულზე დაგვაბრუნებს ბავშვობის ზღაპარში, რომელიც სავსეა ფანტაზიითა და აღფრთოვანებით. ეს ჯადოსნური მოგზაურობა გაგვახსენებს, რომ ოცნება და საკუთარი თავის რწმენა უკვდავია!
საყვარელი კლასიკის თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომელიც გამდიდრებულია უახლესი ტექნოლოგიებითა და სიურპრიზებით, გვიმტკიცებს, რომ ყველაზე ნაცნობ ისტორიებსაც კი შეუძლიათ ყველაზე ნათელი ემოციების გადმოცემა.
მოკლედ, ეს შთამბეჭდავი შოუ ყინულზე ყველას გააოცებს. ის აუცილებლად უნდა ნახონ როგორც ბავშვებმა, ასევე ზრდასრულებმაც.
რეკომენდებულია 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის
საერთო ხანგრძლივობა 1 საათი 40 წუთი (ერთი შესვენების ჩათვლით)
ვეპატიჟებით ყველა ბათუმელს და სტუმარს ამ ჯადოსნური საოჯახო შოუს სანახავად!
შეხვედრამდე
ბათუმის ყინულის სასახლეში, ლადო ასათიანის ქ. 22.